top of page

აირწინაღი

gas-mask-500x500.webp

უმჯობესია იქონიოთ სრული სახის აირწინაღი, დარტყმაგამძლე მინით. ხარისხიან აირწინაღს აუცილებლად უნდა ჰქონდეს EN სდანდარტი.

სრული სახის აირწინაღის შემთხვევაში: EN136

ნახევარი სახის (მინის გარეშე) აირწინაღის შემთხვევაში: EN140

ნახევარი სახის დამფარავი აირწინაღის შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ აიწინაღი სათვალეების დიდ ნაწილთან თავსებადი არ არის. სათვალე გადაედება აირწინაღს და გაატარებს აირებს. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია საცურაო სათვალეების გამოყენება.

აირწინაღის სახეზე სწორად მორგება მოწმდება შემდეგნაირად: როცა გაიკეთებთ, ხელს ადებთ სასუნთქ გზას. ამის შემდეგ მეორე შესუნთქვა უნდა იყოს პრაქტიკულად შეუძლებელი. სხვა შემთხვევაში საიდანღაც შემოდის ჰაერი, რაც დაუშვებელია.

უმთავრესი აირწინაღში არის ფილტრი. ფილტრი, რომელსაც გამოიყენებთ უნდა იყოს ABEKP კლასიფიკაციის.

A ნიშნავს ორგანული აირების ფილტრაციას.

B ნიშნავს არაორგანული აირების ფილტრაციას.

E ნიშნავს გოგირდის დიოქსიდის და აზოტის ქლორიდის ფილტრაციას.

K ნიშნავს ამიაკის ფილტრაციას.

P ნიშნავს ნაწილაკების ფილტრაციას.

ძირითადად შეგხვდებათ აირწინაღები, რომლებზეც მაგრდება 2 ფილტრი - მარჯვნივ და მარცხნივ. ეს არის ინდუსტრიული აირწინაღები რომელიც კლასიფიცირდება როგორც პირველი დონე. ABEKP კლასს ექნება შესაბამისი ნუმერაცია და ძირითადად იქნება ABEKP1.

ეს ნიშნავს იმას, რომ მავნე აირების ფილტრაცია ხდება მანამდე სანამ ჰაერში მათი საერთო რაოდენობა არ გადააჭარბებს 0.1%-ს. 0.1%-ით ღია სივრეში ჰაერის ცვლილება ურთულესი ამოცანაა, თუმცა შესაძლებელია მომენტალურად იგრძნოთ ცრემლსადენი გაზის ეფექტი თუ მოხვდებით ყუმბარასთან ძალიან ახლოს, ან გადაწყვეტთ რომ აიღოთ და უკან დაუბრუნოთ ეს ყუმბარა.

განსხვავებულია p კლასიფიკაცია:

P1 ნიშნავს 2 მიკრომეტრამდე ნაწილაკებზე 80%-მდე ეგრქტურ ფილტრაციას

P2 ნიშნავს 2 მიკრომეტრამდე ნაწილაკებზე 94.5%-მდე ფილტრაციას

P3 ბიშნავს 2 მიკრომეტრამდე ნაწილაკებზე 99.95% ფილტრაციას

პირველი დონისთვის ყველაზე კარგი ფილტრი არის ABEK1P3

მეორე დონე არის ის რაც უკეთიათ რობოკოპებს (აირწინაღზე ერთი მრგვალი ფილტრი). ეს არის ABEK2P3 ფილტრები. სხვაობა პირველსა და მეირე დონეს შორის არის ის რომ მეორე დონე უზრუნველყოფს მავნე აირის ფილტრაციას მანამდე სანამ მისი საერთო მოცულობა ჰაერში არ გადააჭარბებს 0.5%-ს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია.

მეორე დონის აირწინაღების შოვნა რთულია, რადგან ინდუსტრიულ გამოყენებაში ამ ძალის აირწინაღები პრაქტიკულად არ არის საჭირო. თუმცა შეგიძლიათ ფიზიკური პირებისგან იპოვოთ ახალი ან მეორადი მეორე დონის აირწინაღები.

გაითვალისწინეთ, რომ N95 პირბადეები და 10-15 ლარიანი P კლასიფიკაციის აირწინაღები ვერ დაგიცავთ. მაგით თქვენ უბრალოდ ერთ დამატებით ფიზიკურ ბარიერს ქმნით თქვენს სასუნთქ გზებამდე, რასაც აირი უპრობლემოდ გაივლის.

bottom of page