top of page

აქცია

კი ევროპას! არა რუსულ კანონს!

ქუთაისი, მონ-პლაზირის თაღთან

24 აპრილი, 17:00

24 აპრილს, 17:00 საათზე, ქუთაისში,მონ-პლაზირის თაღთან, გაიმართება საერთო საზოგადოებრივი განხილვა ხელისუფლების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით.


დისკუსია ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

19:00 საათიდან კი მესხიშვილის თეატრიდან მოქალაქეები გამართავენ მსვლელობას.

ვიწვევთ ყველა მოქალაქეს, რათა კიდევ ერთხელ, ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი ურყევი არჩევანი:

კი ევროპას! არა რუსულ კანონს!

აქცია

არა რუსულ კანონს - მსვლელობა

ქუთაისი, მესხიშვილის თეატრი

24 აპრილი, 18:00

“არა რუსულ კანონს” – ამ დევიზით მესხიშვილის თეატრის წინ, 24 აპრილს, 18:00 საათზე, შევიკრიბებით და მოვაწყობთ მსვლელობას.

 

ამ გზით, ჩვენ ქუთაისელები, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვეტყვით, რომ ამ კანონის მიღების წინააღმდეგები ვართ.

“საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ხელახალი ინიციირება, კანდიდატის სტატუსის ფონზე, სახელმწიფო ინტერესებთან შეუთავსებელია. ხელისუფლება ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, რომელიც გარანტია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის. შესაბამისად, კანონპროექტის ხელახალი ინიციირება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას, ზიანს აყენებს სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე და ლახავს ქვეყნის რეპუტაციას. ამ კანონის მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს – გახდეს ევროკავშირის წევრი”, – აცხადებენ სამოქალაქო სექტორში.

ეს კანონი არ არის ჩვენი არჩევანი!

აქცია

438242978_2147140222333460_5512159617711151063_n.jpg

არა რუსულ კანონს

ქუთაისი, მესხიშვილის თეატრი

27 აპრილი, 19:00

აქცია

438099072_351536391258670_2800907458804302457_n.jpg

კი ევროპას, არა რუსულ კანონს!

რესპუბლიკის მოედანი

28 აპრილი, 19:00

საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები მოვუწოდებთ ყველას, 28 აპრილს, კვირას, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რუსული კანონის წინააღმდეგ. ასევე მოვუწოდებთ შეკრებისკენ ყველას, თუკი ჩაინიშნება მეორე პლენარული განხილვა.

 

სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს. ეს ქართველი ხალხის ურყევი ნების ღალატია. არ დარჩენილა სოციალური ფენა, პროფესიული თუ საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელსაც გასულ დღეებში, ხელისუფლებისთვის რუსული კანონის გაწვევა არ ეთხოვა. მეცნიერები, სტუდენტები, ექიმები, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები, მეღვინეები, მეწარმეები, ფერმერები და სხვა ჯგუფები, დღეს ერთად დგანან ისტორიის სწორ მხარეს. ასევე, ყველა საერთაშორისო პარტნიორის: ევროკავშირის, ნატოს, გაეროს, ევროსაბჭოსა და მეგობარი ქვეყნის განცხადებით, რუსული კანონი გვაშორებს ევროკავშირს. რუსული კანონის განხილვა და მიღება ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია, რომელიც ყველა მოქალაქეს ეხება, კლავს ქართულ დემოკრატიას და რუსეთთან პირისპირ გვტოვებს. აქედან გამომდინარე, რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და ვაცხადებთ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში. ჩვენ უარს ვამბობთ: ა) ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობაზე; ბ) სამუშაო ჯგუფებსა და მრჩეველთა საბჭოებში მუშაობაზე; გ) საერთაშორისო თუ სხვა სამუშაო ფორმატებში ხელისუფლებასთან კოორდინაციაზე. ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ხალხისთვის. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ ხალხს და გავაგრძელებთ მუშაობას ბავშვების, ქალების, მშრომელების, შშმ პირებისა და სხვა დაუცველი ჯგუფების უფლებების დასაცავად. სწორედ ამ ხალხის 80%, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეები, მხარს უჭერენ და შრომობენ, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ქართულ ოცნება კი, ამ ხალხს აიძულებს, მათივე სურვილის საწინააღმდეგოდ, მონაწილეობა მიიღოს 29 აპრილს დაგეგმილ მთავრობის რუსულ მარშში. მთავრობის რუსული მარშით, ხელისუფლება ცდილობს, წარსულში დაგვაბრუნოს მაშინ, როცა ჩვენი მომავალი ევროპაშია. ხელისუფლება უპირისპირდება შვილებს, მომავალ თაობებს, საჯარო მოხელეებსა და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდამჭერ აბსოლუტურ უმრავლესობას. ჩვენი და ქართველი ხალხის პასუხი კი არის: არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!

აქცია

სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ

ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

28 აპრილი, 18:00

სტუდენტები შევიკრიბებით აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტთან და მოვაწყობთ მსვლელობას მესხიშვილის თეატრამდე

აქცია

437959616_122102812748287271_8079285133004590437_n.jpg

არა რუსულ კანონს!

მადრიდი, საქართველოს საელჩოს წინ, Placa de las Cortes 4

28 აპრილი, 17:00

საქართველოს პატრიოტებო ,ყველა პროევროპული კურსის მხარდამჭერს გელოდებით:
28 აპრილს 17:00 საათზე


ქალაქ მადრიდში,საქართველოს საელჩოს წინ - Placa de las Cortes 4 გაიმართება აქცია, არა რუსულ კანონს, კი ევროპას!

აქცია

438855582_414361237991314_7421750368436303439_n.jpg

არა რუსულ კანონს - წინააღმდეგობა

ვაკის პარკი

29 აპრილი, 17:00

 ორშაბათს, 29 აპრილს, რუსულ ოცნებას დაგეგმილი აქვს თავისუფლების მოედანზე აქციის ჩატარება.
 

 პარალელურად ჩანიშნეს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა და ბიუროს სხდომა.
 

 ჩვენ ვეწინააღმდეგებით ყოველგვარ კონფრონტაციას და დაპირისპირებას.
 

 ამიტომ, 17:00 საათზე შევიკრიბებით ვაკის პარკში და ერთად დაველოდებით მოვლენათა განვითარებას.
 

თუ მმართველი პარტია 29-ში შეეცდება მეორე მოსმენის და კენჭისყრის ჩატარებას, ჩვენი მხრიდან მიიღებს მძლავრ და სამართლიან პროტესტს.
 

შემოგვიერთდით.
 

ჩვენი არჩევანი ევროპაა და აქ რუსულ კანონს ვერასდროს ვერავინ მიიღებს.
 

გელოდებით 29-ში, ვაკის პარკში, 5 საათიდან.

აქცია

440561178_122141243186094931_2065901048291772295_n.jpg

კი ევროპას! არა რუსულ კანონს!

ბათუმი, ევროპის მოედანი

29 აპრილი, 17:00

ბათუმი რუსული კანონის წინააღმდეგ


“კი ევროპას, არა რუსულ კანონს” - შემოუერთდი წინააღმდეგობის აქციას ბათუმში.


ამ დღეებში ჩვენი ნამდვილი საქართველო გამოჩნდა - გაბედული, პრინციპული, მშვიდობიანი, გონიერი, ენერგიული, განათლებული და ორგანიზებული.


ვაჩვენეთ, რომ არ გვეზარება, არ ვიღლებით და არ გვეშინია ამ ბრძოლაში ყოფნის, იმიტომ, რომ ეს არის ბოლო პერიოდის ჩვენი ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლა თავისუფლებისა და ბედნიერი მომავლისთვის.


ხელისუფლებამ დაგვანახა, რომ ძველი მეთოდების ერთგულია და რეგიონებიდან იძულებით ჩაყვანილი ხალხის აქციას მართავს. ჩვენ კი, ვინც ბათუმში დავრჩით, ევროპის მოედანზე ვიკრიბებით, რათა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენი დაუმორჩილებლობა.


29 აპრილს, 19:00 საათზე შემოუერთდი წინააღმდეგობის აქციას, გავუყენოთ რუსული კანონი რუსული საკრუიზო გემის გზას, როგორც ეს ერთი წლის წინ ბათუმში მოხდა.

აქცია

438706177_412148341545937_1156204576808241771_n.jpg

არა რუსულ კანონს მეორე მოსმენა

რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობასთან

30 აპრილი, 19:00

30 აპრილს, 19:00- საათზე, პარლამენტის წინ კვლავ ვაპროტესტებთ რუსულ კანონს. რუსული კანონი გვაშორებს ევროპას! საქართველოს მოქალაქეების მკაფიოდ გამოხატული ნება, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულყოფილი წევრი, დასაცავია! რუსული კანონის პროექტის მეორე მოსმენა შესაძლოა გაიმართოს 30 აპრილს, 1 მაისს, 2 მაისს ან 3 მაისს. სავარაუდოდ, ერთ დღეს დაწყებული მეორე მოსმენა კენჭისყრისთვის გადაიწევს მეორე დღეს. ამდენად, 30-ში ვიწყებთ მეორე მოსმენით კანონის მიღების გაპროტესტებას . საქართველოს მოქალაქეებო, დავდგეთ ერთად და ხელი შევუშალოთ საქართველოს რუსეთიზაციას. ვანახოთ ხელისუფლებას, რომ ძალა ჩვენშია, ძალა ხალხშია, უნდა მოგვისმინონ! არა რუსულ კანონს!

აქცია

440791584_749623300650549_1777081573875950457_n.jpg

არა რუსულ კანონს!

რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობასთან

30 აპრილი, 12:00 და 19:00

საქართველოს მთავრობა 30 აპრილს “რუსული კანონის” მეორე მოსმენით მიღებას აპირებს. ვაგრძელებთ წინააღმდეგობას და ვიკრიბებით პარლამენტთან:
 

დილას 12:00 საათზე


საღამოს 19:00 საათზე

აქცია

სტუდენტური მარში - არა რუსულ კანონს

რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობასთან

30 აპრილი, 19:00

30 აპრილს, 19:00 საათზე სტუდენტები მსვლელობით შევუერთდებით მთავარ აქციას.

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი!

აქცია

438802818_122096727488294155_351747081843069010_n.jpg

არა რუსულ კანონს!

რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობასთან

30 აპრილი, 18:00

 თსუ-ს სტუდენტები არ ვახშობთ სტუდენტურ პროტესტს და კვლავ ვიკრიბებით 30 აპრილს 6 სთ-ზე ჩვენი ევროპული მომავლისთვის!

6სთ-ზე თსუ-ს ეზოში ვიკრიბებით თსუ-ს სტუდენტები და შემდგომ მსვლელობით გადავინაცვლეთ რუსთაველის მეტროსთან,სადაც შევუერთდებით გაერთიანებულ სტუდენტურ პროტესტს და შემდეგ ყველა ერთად მსვლელობით პარლამენტისკენ კვლავ ერთი მიზნისთვის "არა რუსულ კანონს"

აქცია

437723210_122093046914304496_6536527916190047494_n.jpg

არა რუსულ კანონს

ილიაუნის A კორპუსის წინ

30 აპრილი, 18:00

ილიაუნის სტუდენტები ვაგრძელებთ პროტესტს და კვლავ ვიკრიბებით 30 აპრილს, 6 საათზე, ჩვენი ევროპული მომავლისთვის!

6 სააათზე ვიკრიბებით ილიაუნის A კორპუსის წინ და შემდგომ მსვლელობით გადავინაცვლებთ რუსთაველის მეტროსთან, სადაც შევუერთდებით გაერთიანებულ სტუდენტურ პროტესტს და შემდგომ ყველა ერთად დავიძრებით მსვლელობით პარლამენტისკენ, კვლავ ერთი მიზნისთვის ,, არა რუსულ კანონს"

შეკრება

Agdgoma  (1).jpg
Agdgoma  (2).jpg
Agdgoma  (3).jpg
Agdgoma  (6).jpg
Agdgoma  (7).jpg
Agdgoma  (4).jpg
Agdgoma  (5).jpg

ერთდ დავანთოთ სანთელი

4 მაისი, 23:00

წელს პირველად, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, აღდგომას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, რუსული კანონის პროტესტის ფონზე შეხვდება!

დაანთე სანთელი და ერთობით შევხვდეთ აღდგომას:

თბილისი - ქაშვეთის ეკლესია

ქუთაისი - ბაგრატის ტაძარი

ბათუმი - წმინდა ბარბარეს ეკლესია

რუსთავი - ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია

გორი - გორის ღვთისმშობლის ეკლესია

ზუგდიდი - ვლაქერნი ღვთისმშობლის ტაძარი

თელავი - ღვთისმშობლის ეკლესია

გვაპატიეთ განახლებების დაგვიანება. გუნდის წევრები საპროტესტო აქციაზე დაგვაკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში გვამყოფეს 48 საათი.

გამოვედით და დავუბრუნდით პროტესტს კიდევ უფრო გაძლიერებულები!

 

ჩვენ ვცადეთ გოგოს შველა, რომელსაც საპატრულო პოლიციის წევრები წაქცეულს, ქვაფენილზე თმით მიათრევდნენ.

აქცია

438168735_460876876512103_8955758173125398026_n.jpg

არა რუსულ კანონს!

რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობა

7 მაისი, 19:00

30-ზე მეტმა ვეროპარალმენტარმა უკვე მოითხოვა, რომ საქართველოს შეუჩერდეს კანდიდატის სტატუსი.

 

დღეს ისევ ვიკრიბებით სრულიად ერი პარლამენტის წინ, 19:00 საათზე, შემდგომ ისევ გვექნება ხმაურიანი, ენერგიული, მტკიცე და პატრიოტული მსვლელობა! ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ ყველას და ყველგან!

აქცია

440367958_393931230285916_3214615513502155903_n.jpg

სამშობლოს ვჭირდებით!

ფოთი, 8 აგვისტოს მემორიალი

7 მაისი, 19:00

აქცია

441875483_122112613550289447_5548373160852487850_n.jpg

არა რუსულ კანონს! - მსვლელობა

ქუთაისი, მესხიშვილის თეატრი

7 მაისი, 18:00

ქუთაისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება 

7 მაისს, 18:00 სთ.-ზე გელოდებით ცენტრალურ მოედანზე.

ცენტრალური მოედნიდან მსვლელობით გავემართებით რუსული ოცნების ოფისთან.

ჩავივლით რუსთაველის გამზირს, გადავინაცვლებთ ჯავახიშვილის ქუჩით ბუხაიძის ქუჩაზე, ავალთ

გამსახურდიაზე, აღმაშენებელი-ტაბიძის კვეთით დავბრუნდებით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.

ბოლო გაჩერება - რუსული რეჟიმის ქუთაისის ფილიალი (ქ. ქუთაისის მერია).

ცვალებადი ამინდის გამო, დაგახვედრებთ საწვიმრებს.

გელოდებით ყველას, ვინც ევროპასა და რუსეთს შორის სწორ არჩევანს აკეთებთ.

საქართველო გაიმარჯვებს! ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!

აქცია

440154888_423991803715513_8298608673965151948_n.jpg

რა მოხდა რუსეთში — დოკას კინოკლუბში მაისის ყოველ სამშაბათს

Amirani Cinema

7 მაისი, 18:00 BST

2012 წელს რუსეთში „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონის პირველი ვერსია მიიღეს. წლების განმავლობაში კანონი იცვლებოდა და მისი მოქმედების არეალი ფართოვდებოდა. „აგენტების კანონმა“ რუსეთში მედია და კრიტიკული სამოქალაქო სექტორი გააქრო.

დოკას კინოკლუბი და Kinedok Georgia მაისის თვის ყოველ სამშაბათს წარმოგიდგენთ პროგრამას „რა მოხდა რუსეთში.“ შერჩეული ფილმები მაყურებელს მოუთხრობს, თუ რა მოხდა რუსეთში კანონის ძალაში შესვლის შემდეგ; აჩვენებს ავტორიტარიზმში მცხოვრები ადამიანების ბედს და იმას, თუ როგორ ანადგურებს მათ პოლიტიკური რეჟიმი; ჰყვება ახალგაზრდებსა და ბავშვებზე, რომელთა დაქვემდებარებასაც ის ცდილობს.

აქცია

პერმანენტული აქცია

რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობასთან

ყოველდღე, 19:00

ვიკრიბებით რუსთაველზე ყოველ დღე. არ დავაგდოთ მუხტი!

შესაძლოა მსვლელობების დაორგანიზება მოხდეს ადგილზევე, ხალხის საკმარისი როდენობის შეკრების შემდეგ.

აქცია

440341541_10161448822424295_1560728252539491561_n.jpg

კი ევროპას, არა რუსულ კანონს! აქცია გორში

გორი

8 მაისი, 19:00

Event by Ana Trapaidze

8 მაისს, 19:00 საათზე ვიკრიბებით ქ. გორში, გორის ციხის ქართველ მებრძოლ გმირთა მემორიალთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად.

ყველა საერთაშორისო პარტნიორის ევროკავშირის, ნატოს, გაეროს, ევროსაბჭოსა და მეგობარი ქვეყნის განცხადებით, რუსული კანონი გვაშორებს ევროკავშირს. რუსული კანონის განხილვა და მიღება ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია, რომელიც ყველა მოქალაქეს ეხება, კლავს ქართულ დემოკრატიას და რუსეთთან პირისპირ გვტოვებს.

ჩვენი და ქართველი ხალხის პასუხი კი არის:

არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი.

კი ევროპას! არა რუსულ კანონს!

შევხვდებით გორში, 8 მაისს 19:00 საათზე!

აქცია

441954554_122112757976289447_3173880390849233293_n.jpg

საპროტესტო მსვლელობა - არა რუსულ კანონს!

ქუთაისი, საქართველოს პარლამენტი

8 მაისი, 18:30

საპროტესტო მსვლელობები ქუთაისში გრძელდება.

დღეს, 8 მაისს, 18:30 სთ.-ზე გელოდებით საქართველის პარლამენტის ყოფილ შენობასთან (ქუთაისი, აბაშიძის #26).

მსვლელობა გაემართება ავტოქარხნის უბნის მიმართულებით.

პროტესტის ხმა რუსული კანონის წინააღმდეგ მთელს ქალაქში უნდა ისმოდეს და მთელი ქალაქი უნდა მოიცვას.

გელოდებით ყველას, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს უჭერთ მხარს.

#არარუსულკანონს
#არარუსულრეჟიმს

ერთად ყველაფერი გამოგვივა.

აქცია

441474158_404353352562645_3330940797288420488_n.jpg

არა რუსულ კანონს! ევროპის დღეები ზუგდიდში

ზუგდიდი, სკაიტ პარკი

8 მაისი, 18:00

 ზუგდიდი უერთდება ევროპის დღეების აღნიშვნას. ეს არის დრო, როდესაც კიდევ ერთხელ შეგვიძლია ევროპასა და საქართველოს შორის კულტურული, პოლიტიკური, საგანმანათლებლო და სოციალური კავშირების გაძლიერებაზე საუბარი.

წლევანდელი წელი განსხვავებულია, კავშირებზე საუბართან ერთად გვიწევს კანონის გაპროტესტება, რომელიც აფერხებს ამ მეგობრობას, გვაშორებს ევროპას და გვაახლოებს რუსეთს.

თუ ზუსტად იცი, რატომ #არარუსულკანონს ! მაშინ შემოგვიერთდი. აქციე შენი ბრაზი პოსტერად და შეუერთე შენი ხმა შეკრებილ თანამოაზრეებს. 

თუ ჯერ ისევ გაქვს კითხვა - რატომ #არარუსულკანონს ! მოდი 8 მაისს, 18:00 საათზე ზუგდიდის სკეიტ პარკში, სადაც ადგილობრივი ორგანიზაციები და აქტივისტები მოგიყვებიან რა გაკეთდა და კეთდება დასავლეთის დაფინანსებით სამეგრელოში.

 საღამოს კი თქვენთვის ზუგდიდში დაფუძნებული პირველი ღამის კლუბის "ბჟამინოლის" ბაზაზე შექმნილი სკოლის დიჯეები დაუკრავენ. 

 წამოიყვანე მეგობრები, ოჯახის წევრები, ახლობლები. ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღეები და ყველას გავაგონოთ ჩვენი პროტესტის ხმა სამეგრელოდან.

აქცია

438129428_8172070872807299_8385274598583580534_n.jpg

ბორჯომი - არა რუსულ კანონს!

ბორჯომი, წმინდა ნინოს ქუჩა 3 (ყოფილ გამგეობასთან)

8 მაისი, 17:00

 ბორჯომი, წმინდა ნინოს ქუჩა 3 (ყოფილ გამგეობასთან)
8 მაისი, 17:00 საათი

"რუსული" კანონი:

  •  ქმნის მისი ინსტრუმენტად გამოყენების საფრთხეს NGO-ების, მედიის, და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ნებისმიერი ადამიანის ან ორგანიზაციის მიმართ

  •  გვაშორებს ევროპას

  •  ქმნის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საფრთხეს

  •  გვაკარგვინებს სტრატეგიულ პარტნიორებს

  •  აუარესებს ურთიერთობას დასავლელ ინვესტორებთან, რასაც ზეგავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე

  •  მარტო გვტოვებს ოკუპანტ რუსეთთან

  •  იდენტურია რუსეთში 2012 წელს მიღებული კანონის, რომელიც სწორედ გამჭვირვალობის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული

  •  ქმნის ქვეყნის ბელარუსის მსგავს იზოლირებულ ქვეყნად ქცევის საშიშროებას

  •  ამძაფრებს საზოგადოების პოლარიზაციას

აქცია

442425392_360134073732235_6893945383115589607_n.jpg

გავათენოთ საქართველოსთვის!

რუსთაველი გამზირი, პარლამენტის შენობა

12 მაისი, 22:00

საქართველოს მოქალაქეებო, ჩვენი ევროპული არჩევანისთვის ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე.

ყველა, ვინც ვირჩევთ საქართველოს ევროპაში და არა-ს ვეუბნებით რუსულ კანონს – 12 მაისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. ვიკრიბებით და ვრჩებით ღამით, რადგან 13 მაისის დილას, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა, მესამე მოსმენით კენჭისყრის მოსამზადებლად. რადგან ღამით დარჩენა მოგვიწევს, წინასწარ დავიჭიროთ თადარიგი, თან ვიქონიოთ საძილე ტომრები, მცირე ზომის კარვები, ფაუერბანკები, აირწინაღები, დამცავი სათვალეები და ყველა ის ნივთი, რაც დაგვეხმარება ვიყოთ უსაფრთხოდ. ქვეყნის სიყვარულში ჩვენი დაუღალავი ერთობით - გავათენოთ ღამე ერთად და დილით, არ მივცეთ საშუალება ოცნების დეპუტატებს აუღელვებლად შევიდნენ პარლამენტის შენობაში და გააგრძელონ ხალხის ნების, ევროკავშირისა და კონსტიტუციის საწინაღმდეგო მოქმედება. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!

აქცია

438164770_359558717123104_9156167803520471501_n.jpg

ევროპის მარში

‣ რესპუბლიკის მოედანი
‣ მარჯანიშვილის მოედანი
‣ მეტრო 300 არაგველი

11 მაისი, 19:00

ევროპის მარში – ევროპის კვირაში.

11 მაისს, 19 საათზე, ვიკრიბებით 3 ლოკაციაზე:

‣ რესპუბლიკის მოედანი
‣ მარჯანიშვილის მოედანი
‣ მეტრო 300 არაგველი

სამივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით.

კი ევროპას! არა რუსულ კანონს!

აქცია

436449067_735124938801680_572055090087861241_n.jpg

ევროპის დღე 2024 / Europe Day 2024

Expo Georgia ექსპო ჯორჯია

11 მაისი, 11:00-20:00

📣 ჩაინიშნეთ თარიღი! ევროპის დღე ახლოვდება! 📣


🗓️როდის? → 11 მაისი 2024 წელი
📌სად? → ექსპო ჯორჯია, თბილისი

შემოგვიერთდით ევროპის დღის აღსანიშნავ დაუვიწყარ ზეიმზე, სადაც ყველა ასაკის და ინტერესის მქონე ადამიანს ვეპატიჟებით! ექსპო ჯორჯია ევროკავშირის საოცრებათა სამყაროდ გადაიქცევა. გთავაზობთ: 🌍 ევროპის გუნდის პავილიონი: გაეცანით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მდიდარ კულტურას და ტრადიციებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობას, ჩაერთეთ საინტერესო აქტივობებში, ვიქტორინებში და მოიგეთ პრიზები; 🤝 ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები: შეიტყვეთ მეტი იმ მნიშვნელოვანი სარგებლის შესახებ, რაც მათს საქმიანობას მოაქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის; 🎉 ინტერაქციული აქტივობები: სახალისო თამაშები, გართობა და პრიზები ყველასთვის; 🎭 ისიამოვნეთ თოჯინების სპექტაკლით “ლუნა და ციცინათელების პლანეტა”; 🍴 აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“: დააგემოვნეთ უგემრიელესი პროდუქტები ქართველი ფერმერებისგან; 👨‍🎨 აღმოაჩინეთ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, დაათვალიერეთ გამოფენა და შეიძინეთ უნიკალური ნივთები; 🌟 ჩაერთეთ ფორუმის ტიპის საუბრებში საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის მთავარი მიმართულებების შესახებ. არ გამოტოვოთ ეს დღესასწაული! ჩაინიშნეთ თარიღი და ჩვენთან ერთად გაატარეთ მხიარულებით სავსე დღე! ℹ️ დამატებითი ინფორმაციისთვის თვალი ადევნეთ ჩვენი სოციალური მედიის გვერდებსა და ვებგვერდს: https://eu4georgia.eu/ka/evropis-dge-2024/

აქცია

441159184_838948334944167_5441654339040907362_n.jpg

მასწავლებლები ევროპული მომავლისთვის

მრავალი ლოკაცია

11 მაისი, 19:00-22:00

მასწავლებლები და განათლების მუშაკები ვუერთდებით ევროპის მარშს და ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე! ერთად გავაპროტესტოთ რუსული კანონი და მხარი დავუჭიროთ ევროპულ მომავალს!
#კიევროპას! #არარუსულკანონს!

----------------------------------------------------------------------
11 მაისს, 19 საათზე, ვიკრიბებით შემდეგ ლოკაციებზე:
‣ რესპუბლიკის მოედანი
‣ მარჯანიშვილის მოედანი
‣ მეტრო 300 არაგველი
‣ მშობლების მარში_წერეთლის გამზირი, ექსპო ჯორჯია
‣ მასწავლებლების მარში_რესპუბლიკის მოედანი
და ერთდროულად დავიძრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით.
#კიევროპას#არარუსულკანონს!

აქცია

441868316_10161333221783501_1779930609752703692_n.jpg

მშობლების მარში

Expo Georgia ექსპო ჯორჯია

11 მაისი, 16:00-24:00

11 მაისს, 16:00-ზე მშობლები ექსპოჯორჯიასთან ვიკრიბებით (წერეთლის გამზირი, დიდუბის გამოფენა), საიდანაც, ჩვენი ხმა მთელ ქალაქში გაისმება.
შემოუერთდი მსვლელობას! ერთად ვუთხრათ მადლობა, ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსულ ევროკავშირის ელჩებს!
ვივლით ბევრს, ვივლით ერთად და ხმამაღლა ვიტყვით იმას, #რაცშვილებსუნდათ!

#არარუსულკანონს !
#კიევროპას !

19:00 სთ-ზე, მარშით შევუერთდებით უკვე დაანონსებულ საერთო აქციას ევროპის მოედანზე.


#შინევროპისკენ
#არარუსეთს
#არარუსულრეჟიმს

აქცია

440350840_462324176367373_3300170256537827287_n.jpg

პერფორმანსი - ცოცხალი ჯაჭვი ტბის გარშემო

ნურიგელის ტბასთან

11 მაისი, 18:00

ბათუმში 11 მაისს, 18:00 საათზე - საორსა აჭარაში მასშტაბურ პერფორმანსს აანონსებს.

,,ერთობით ვერთიანდებით, რათა ერთად ვუთხრათ არა - რუსულ კანონს.

ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურის ტბის ირგვლივ ერთად შევკრათ მშობელთა გაერთიანებით ცოცხალი ჯაჭვი, ერთად გავაზიაროთ ევროპული მომავლის შესაძლებლობები.

გელოდებით - დროა ჩვენი გაერთიანების: ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის, ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, მათი განათლებისთვის, დასაქმებისთვის, ჯანმრთელობისთვის და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის.

თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთობა და ერთმანეთის მხარდაჭერა. " - წერს საორსა გთხოვთ, გაავრცელეთ ინფორმაცია. #მშობლებისხმა #აჭარაირჩევსევროპას #არარუსულკანონს #კიევროპულმომავალს #კიევროპას #გააზიარეთ #გაიზიარეთპასუხისმგებლობა #სიყვარულისთვის #დემოკრატიულისახელმწიფოსთვის #თავისუფალიარჩევანისთვის Saorsa - საორსა

აქცია

440755190_7955942447771950_6877872732915289230_n.jpg

არა რუსულ კანონს!

საქართველოს საელჩო ლონდონში

11 მაისი, 18:00 BST

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ დაუღალავად ცდილობს საქართველოს მომავალი მოსწყვიტოს ევროპულ ოჯახს, ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.


საქართველო არასოდეს დაბრუნდება წარსულში!


საქართველოს მომავალი ევროპაშია!

აქცია

438750609_2134965416867116_4655171808013955456_n.jpg

სტუდენტების შეკრება

სპორტის სასახლე და ფილარმონია

15 მაისი, 19:00

Event by იუჯი, თსუ, ილია, ჯიპა, კავკასიის უნივერსიტეტი

  • სპორტის სასახლესთან - იუჯი, თსუ, ილია

  • ფილარმონიასთან - ჯიპა, კავკასია და მიემართებიან გმირთა მოედანზე

აქცია

image_2024-05-15_174730653.png

შეაწუხე ვაკე

ვაკის პარკი

15 მაისი, 20:00

Event by ტალღა

  • უნდა ვიყოთ ყველგან და მოვედოთ მთელ ქალაქს!

  • ვიკრიბებით ყველა ვაკის პარკთან და ვაწყობთ მსვლელობას ჭავჭავაძეზე და აბაშიძეზე, ვიკავებთ ორივე ქუჩას ერთდროულად და ვანახებთ რამდენი ვართ.

აქცია

438750609_2134965416867116_4655171808013955456_n.jpg

დედები რუსული კანონის წინააღმდეგ

რესპუბლიკის მოედანი

16 მაისი, 16:00-18:00

16 მაისს, 16:00 საათზე, დედები შვილებთან ერთად ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე  და დავიძრებით მსვლელობით პარლამენტისკენ (თუ არ იყო წინა დღეს ტერიტორია გაჟღენთილი გაზით და სპრეით).

შევიარაღდეთ

  • ყველამ იქონიეთ თან ბუშტები (სიმბოლურად წითელი და თეთრი, ლურჯი და ყვითელი)

  • საპნის ბუშტები

  • ფერადი ცარცი

დავირაზმოთ ეტლებით, თვითგორიებით  და გამოვიდეთ დედები შვილებთან ერთად 

 

უთხარი არა რუსულ კანონს 

 

წინ ევროპისკენ 

აქცია

image_2024-05-14_215510909.png

მესამე მოსმენა - პროტესტი პარლამენტთან

პარლამენტი

14 მაისი, დილის 10:00

Event by "არა რუსულ კანონს", "საფარი" and others

ვიკრიბებით დილის 10 საათიდან. პარლამენტის სხდომა დაიწყება 12:00-ზე

აქცია

442443163_10225686525923131_9169215466919489068_n.jpg

გამოვაფხიზლოთ ვაკე!!!

ვაკის პარკი

13 მაისი, 18:00

მსვლელობა ვაკის პარკიდან პარლამენტის შენობამდე. ვიკრიბებით მთავარ შესასვლელთან ჭავჭავაძის მხრიდან.

აქცია

436417779_3747393045541811_2586098055116646341_n.jpg

შშმ პირები ევროპისთვის

რუსთაველის მეტრო

13 მაისი, 18:30

Event by Mariam DarbaidzeTatia Datashvili and 3 others

დღეს, 13 მაისს, 18:30 საათზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები რუსული კანონის გასაპროტესტებლად ვიკრიბებით რუსთაველის მეტროსთან და მსვლელობით შევუერთდებით მთავარ აქციას საქართველოს პარლამენტთან.

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით მიიღო „უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცებენ აღნიშნულს.

ჩვენი არაერთი მცდელობისა და უფლების მიუხედავად, შშმ პირები არ დაგვიშვეს საკომიტეტო სხდომებზე, ამიტომ ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ხსენებული კანონმდებლობა დააზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს, უფრო მეტად შეზღუდავს შშმ პირთათვის გარემოს, მოგვიწევს უარი ვთქვათ ყველა იმ სიკეთეზე, რომელსაც გვთავაზობენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები. აღსანიშნავია, რომ აქამდე შშმ პირთათვის რაც გაკეთდა, ყოველივე უცხოელი დონორების ძალისხმევით

აქცია

441417423_122116130624289447_6224661724360234635_n.jpg

ეროვნული სამოსის დღე

ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

18 მაისი, 14:00

პროტესტი კვლავ გრძელდება.

18 მაისს გელოდებით აკ. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ეზოში.

14:00 სთ.-ზე შევუერთდებით სტუდენტთა პროტესტს, რომელიც გაგრძელდება მსვლელობით.

პროტესტის ხმამ უნდა შეაღწიოს უკლებლივ ყველა უბანში. ხვალ მსვლელობით მოვივლით ნიკეას უბანს.

სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, საპროტესტო მსვლელობაზე მობრძანდეთ ეროვნული სამოსით.

#არარუსულკანონს
#არარუსულრეჟიმს

18 მაისი ეროვნული სამოსის დღეა.

აქცია

438094475_122112125174300304_7449224618333323415_n.jpg

მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის

Egnate Ninoshvili Str. N 8

18 მაისი, 22:00

საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი წარმოგიდგენთ საქველმოქმედო კონცერტების სერიას:
ქართველი მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის!


კონცერტები ჩატარდება სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა მუსიკოსების მიერ, ხოლო შემოსული თანხა მოხმარდება საპროტესტო აქციების საჭიროებებს, დაჭერილი ხალხის ჯარიმებს თუ გირაოს.
საქართველოს გეზი ევროპისკენ მიდის, ყველა სხვა გზა კურსიდნ გადახვევაა, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით.
----------------------
18 მაისი:
The Jetbird
Little Rocks
Live : 10PM
TKT : 20 ლარი

აქცია

427918620_2735192069981426_7765411141196500030_n.jpg

მარში წერეთლიდან - არა რუსულ კანონს!

ექსპო ჯორჯია

18 მაისი, 17:00

📍 შეხვედრის ადგილი: ექსპო ჯორჯია
🧭 მარშრუტი: https://bit.ly/NoRussianLaw1705


შაბათს, 18 მაისს 17:00-ზე გაფიცულ სტუდენტთა მიერ ორგანიზებული მარში ექსპო ჯორჯიადან. მოვუწოდებთ საზოგადოების ნებისმიერ წევრს, შემოგვიერთდით!


ვიკრიბებით ექსპო ჯორჯიასთან, მსვლელობით გავივლით წერეთლისა და აღმაშენებლის გამზირებს, ზაარბრიუკენის მოედნამდე, შემდეგ კი შევუერთდებით თეთრხალათიანებს პარლამენტის წინ.


არ ვიღლებით და ვაგრძელებთ რუსული კანონის გაპროტესტებას ქალაქის სხვა უბნებშიც

აქცია

436308895_423602057088540_9088598475776040816_n.jpg

ერთობით

ვაჟა ფშაველა, საქართველოს ეროვნული არქივი

19 მაისი, 17:00

📣 გვინდა მოგმართოთ იმ ადამიანებმა , ვინც პროტესტის დაწყების დღიდან დაუღალავად ვიბრძვით ერთობით ევროპული მომავლის გადასარჩენად.


ყველამ ვიცით, რომ მიმდინარე აქციებს კონკრეტული ორგანიზატორები არ ჰყავს და პროცესები მართულია ხალხის მიერ. ამიტომ თავს უფლებას ვაძლევთ გაგიზიაროთ ჩვენი იდეა:
✊🏻 კვირას, 19 მაისს 17:00 ვიკრიბებით ვაჟაზე და ვახდენთ პარალიზებას (არ ვგულისხმობთ მარშს)
🟢 ვაჟა-ფშაველას (არქივთან - გზაჯვარედინი) - პარალიზდება ვაჟა ფშაველა , ყაზბეგის გამზირი , პეკინის გამზირი, გაგარინის მოედანი.


ახლა გაჩერების დრო არ არის საჭიროა მკაფიო ნაბიჯები, ქვეყანას ჩვენი ერთობა ისე სჭირდება როგორც არასდროს. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ არ დავუშვებთ საქართველოს გარუსებას

აქცია

443734256_435226909255206_8812045484193094846_n.jpg

დღე 1 - პრივატ დრაივის 7 (სტუდენტური მსვლელობა)

სამედიცინო უნივერსიტეტის ეზო
წერეთლის მეტრო-სადგური (9 3/4)

20 მაისი, 18:00

სტუდენტური პროტესტის კვირეული, დღე 1 - პრივატ დრაივის 7
ყველაფერი პრივატ დრაივიდან დაიწყო, აქედან ვიწყებთ ჩვენც. გელოდებით ორ ლოკაციაზე
📍სამედიცინო უნივერსიტეტის ეზო
📍წერეთლის მეტრო-სადგური (9 3/4)


ფინალური ლოკაცია ცნობილი გახდება მსვლელობისას, თუმცა მინიშნებად გიტოვებთ შვიდს (7).


Piertotum Locomotor! - საქართველო საფრთხეშია, სტუდენტებო, აღვასრულოთ ჩვენი ვალი ჩვენი ქვეყნის წინაშე!

აქცია

440328054_1904287593355728_3312923936171176153_n.jpg

ბოლო ზარი აქციაზე

საქართველოს პარლამენტი

20 მაისი, 18:00

⭐აღვნიშნოთ ბოლო ზარი აქციაზე თეთრი პერანგებით
⭐წამოვიღოთ ფერადი მარკერები
⭐შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ნებისმიერი ასაკის ადამიანი თეთრი მაისურებით ვისაც სურვილი გაქვთ

აქცია

443928504_122116930310289447_2031264631637853233_n.jpg

საპროტესტო მსვლელობა

21 მაისი, 18:00

 ხვალ, 21 მაისს, 18:00 სთ.-ზე გელოდებით ახალგაზრდობის პარკის შესასვლელში.

მსვლელობა გაგრძელდება ნიკეას უბნის მიმართულებით.

#არარუსულკანონს
#არარუსულრეჟიმს

აქცია

445105867_436310059146891_1955235566020062134_n.jpg

სტუდენტური პროტესტი - დღე 2

რუსთაველის მეტრო

21 მაისი, 18:00

სტუდენტური პროტესტის კვირეული, დღე 2 - გოდრიკის ხევი

სტუდენტების მიერ ორგანიზებული პროტესტი გრძელდება. დღეს 18:00 საათზე გელოდებით უკლებლივ ყველას რუსთაველის მეტროსთან.

კონცერტი

438164245_122114143994300304_3065315980286853091_n.jpg

ქართველი მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის

23 მაისი, 22:00

საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი წარმოგიდგენთ საქველმოქმედო კონცერტების სერიას:

ქართველი მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის!
კონცერტები ჩატარდება სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა მუსიკოსების მიერ, ხოლო შემოსული თანხა მოხმარდება საპროტესტო აქციების საჭიროებებს, დაჭერილი ხალხის ჯარიმებსა თუ გირაოს.

საქართველოს გეზი ევროპისკენ მიდის, ყველა სხვა გზა კურსიდნ გადახვევაა, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით.

23 მაისს არტერია, ქართულო საავტორო სიმღერის საღამოს უმასპინძლებს.

მონაწილეობენ:
-გაგა ჩიხლაძე (ფრანი)
-შოთა საგანელიძე
-მთვარის კლუბი

ღია კარი 21:00, დასაწყისი 22:00
ბილეთის ფასი; დონაცია 10 ლარიდან

უახლოესი მასშტაბური საპროტესტო აქცია

440945250_368217449590564_5709811688938662853_n.jpg

მარში თავისუფლებიდან შსს-მდე

24 მაისი, 19:00

„რუსული კანონის“ ინიცირებიდან დღემდე, შეთითხნილი ბრალდებით, პროტესტში მონაწილე 2 ასეულ ადამიანზე მეტი დააკავა პოლიციამ. ათეულობით ადამიანს მისდის საჯარიმო ქვითრები არჩადენილი სამართალდარღვევებისთვის. ასეულობით ადამიანს იბარებენ უსაფუძვლოდ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოსაკითხად.

ათეულობით ადამიანი პოლიციამ სასტიკად ცემა, ზოგიერთი მათგანი დღემდე მკურნალობს.

 

ჩვენ გვინდა სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც:

• პოლიცია დაგვიცავს;

• ხელისუფლების ხელში პოლიტიკური იარაღი არ იქნება;

• პოლიციელების შვილები იამაყებენ მათი მშობლების საქციელით;

• პოლიციელი დასაჭერად კრიმინალებს დასდევს და არა ლაღ, სამშობლოსთვის გულანთებულ, თავისუფლებისთვის მებრძოლ და განათლებულ ახალგაზრდებს.

 

არ გვინდა ჩვენი თანატოლები და მეგობრები სირცხვილით მალავდნენ, თუ რას საქმიანობენ მათი პოლიციელი მშობლები. მათი შვილებიც ხომ ჩვენთან ერთად იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

დღეს კი, სამწუხაროდ, პოლიცია არა კანონს, არამედ შეთქმულების თეორიებით შეპყრობილ ივანიშვილს ემორჩილება და თავად იქცა მთავრ მოძალადედ. შინაგან საქმეთა მინისტრი, გომელაური ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველია და საქართველოს პოლიცია ივანიშვილის დაცვის პირად სამსახურად აქცია - ეს ნებისმიერ ქართველს შეურაცხყოფს.

ამიტომ, 2024 წლის 24 მაისს, 19 საათზე, შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე და დავიძრათ მარშით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ, რათა სარკეში ჩავახედოთ და ვაჩვენოთ პოლიციელებს, როგორ გამოიყურებიან, როდესაც უსწორდებიან საქართველოს უკეთესი მომავლისათვის მებრძოლ დებს, ძმებსა და შვილებს.

ამ მარშით სოლიდარობა ვაჩვენოთ პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულ, დაპატიმრებულ და დაზარალებულ თანამებრძოლს.

კი ევროპას!
არა რუსულ კანონს!

კონცერტი

441492790_122094569882339403_3722242713303337913_n.jpg

შეაჩერე მოძრაობა საქართველოსთვის

24 მაისი, 18:00

ახმაურდი! 

24 მაისს, 18:00 საათზე,
სადაც არ უნდა იყო,
გაჩერდი, შეაჩერე მოძრაობა და ახმაურდი საქართველოსთვის!

1, 2, ან 5 წუთით, გააპროტესტე ძალადობა და რუსული რეჟიმი!

რუსულმა რეჟიმმა ჩვენს სახლებში უკვე შემოაღწია! გავაგონოთ ჩვენი ხმა საქართველოს მთავრობას!

დაასიგნალე! იხმაურე! დაგმე ხალხზე და ქვეყანაზე ძალადობა!

გადაიღე ვიდეო და გაგვიზიარე #იხმაურე

საპროტესტო აქცია

443716578_122117370026289447_8557683999978980826_n.jpg

საპროტესტო მსვლელობა

მესხიშვილის თეატრი

23 მაისი, 18:00

🥁 ქალაქის მასშტაბით საპროტესტო მსვლელობები გრძელდება.
🤝 დაპირებისამებრ, მანამ, სანამ პროტესტის ხმას არ გავაგონებთ მთელ ქალაქს.
🗓 23 მაისს, 18:00 სთ.-დან გელოდებით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე (მესხიშვილის თეატრის წინ).
🗺 საპროტესტო მსვლელობის მარშუტი: ცენტრი-ჭომა-მწვანეყვავილა-გაპონოვი-ცენტრი.
📢 გთხოვთ, თან იქონიოთ დროშები, საყვირები, ბანერები.

საპროტესტო აქცია

443732808_846459934193007_3853340696901595430_n.jpg

მასწავლებლები რუსული კანონის წინააღმდეგ

24 მაისი, 18:00

პროტესტი გრძელდება. ვიკრიბებით დედაენის ბაღში და ვუერთდებით მარშს თავისუფლების მოედანზე.

საპროტესტო აქცია

441505105_470489935550797_6716232501436906690_n.jpg

ფრანების აქცია

25 მაისი, 19:00

25 მაისს, 19:00 საათზე (26 რომ თენდება) გეპატიჟებით ფრანების აქციაზე, გმირთა მოედანზე. ფრანებს დაგახვედრებენ