top of page

მომხმარებლის ხმა დიდ კომპანიებს

‼️‼️‼️
დიდი კომპანიები დადგნენ მათი მომხმარებლების გვერდით!

⛔ არა რუსულ კანონს!

დღეს, როცა გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ იმ გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს მომავალი უნდა იყოს ევროპოლი თუ რუსული, მოქალაქეებს სისუსტედ მიგვაჩნია დიდი კომპანიების, ჩვენთვის სანდო კომპანიების დუმილი.

ის კომპანიები, რომლის მომხმარებლებიც ყოველდღიურად ვართ, ჩვენთან კომუნიკაციის დროს და რესურსს არ აკლებენ სხვა ეროვნულ სენსიტივებს, სხვა ეროვნულ საზეიმო თუ სადღესასწაულო მოვლენებს და მათ აღნიშნვას.

❓ სად არიან ახლა?

❓ რატომ არიან ჩუმად?

ჩუმად, როცა გვარუსებენ და გვართმევენ დამოუკიდებლობას?

როცა საფრთხე ექმნება ქვეყანაში დამოუკიდებელი ინსტიტუციების არსებობას „აგენტების კანინოს“ მიღებით?!

არ არსებობს არანაირი რეალური მიზეზი იმისა, რომ მათი მდუმარება საპატიებელი იყოს!

‼️ დიდი კომპანიების მეილებთან ერთად, გაგიზიარებთ მეილის ტექსტს, რომელიც შეგვიძლია, მივწეროთ კომპანიებს, ავუფეთქოთ ინბოქსი ან დავუწეროთ ფეისბუქზე თითოეული მათი პოსტის კომენტარებში და შევაწუხოთ, რომ დროულად ამოიღონ ხმა. ცალკეულად რომ არ იწვალოთ ქოფი ფეისთში, მეილის მისამართები შეგიძლიათ ერთიანად ჩასვათ BCC-ში (ინსტრუქციას იხილავთ ფოტოში) - ჩვენ მიერ გაგზავნილი მეილები კი კომპანიებს ცალკეულად მიუვათ.

customerservice@bog.ge info@tbcbank.com.ge info@aversi.ge contact@psp.ge office@badagoni.ge info@socar.ge info@gepha.com contact@adjaragroup.com info@meama.ge info@zoommer.ge info@tegetamotors.ge

უშუალოდ წერილი:

სათაური: მომხმარებლის ხმა დიდ კომპანიებს!


დღეს სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებისგან თავის შეკავების დრო აღარ არის და ამიტომ მოგმართვათ თქვენ, ჩემთვის სანდო კომპანიას!
ქართველი ხალხი ირჩევს ევროპულ მომავალს და ეს ჩვენ არაერთხელ ვთქვით.


ეს უკვე ავირჩიეთ და ჩვენი პოზიცია ურყევია!


საქართველო ეკუთვნის ევროპულ ოჯახს და რუსული კანონი ჩვენს მომავალს საფრთხეს უქმნის!


მე, თქვენს ერთგულ მომხმარებლს მაქვს იმედი, რომ კომპანია, რომელსაც ვენდობი იზიარებს ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების არჩევანს და ღირებულებებს და მაქვს იმედი, რომ საქართველოს ნათელი მომავლისკენ ბროლაში ჩვენს გვერდით დადგებით. თქვენს ჩართულობას ჩვენი ნდობის შესანარჩუნებლად დიდი მნიშვნელობა აქვს.


დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია!


დადექით ისტორიის სწორ მხარეს!


არა რუსულ კანონს!


თქვენი ერთგული მომხმარებლი!

 

bottom of page